დოიჩე ველე: რუსეთი საქართველოსთან შეთანხმებას არღვევს

დოიჩე ველე: რუსეთი საქართველოსთან შეთანხმებას არღვევს

დოიჩე ველე: რუსეთი საქართველოსთან შეთანხმებას არღვევსგაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung საკუთარი მიმომხილველის რეინჰარდ ფერეზის კომანტარს აქვეყნებს სათაურით “მოსკოვის სამართალდარღვევა”.

“საქართველოს ახლანდელ მთავრობას რუსეთთან დაკავშირებით სრულიად სხვა დამოკიდებულება აქვს ვიდრე სააკაშვილისას, რომელიც უკიდურეს რიტორიკასა და სიხისტეზე აკეთებდა სვლებს. ახლანდელი მთავრობა მეზობელთან მსუბუქი დიპლომატიითა და კეთილი ნებით აპირებს ურთიერთობის მოგვარებას. ორწელიწად ნახევრის მანძილზე, ანუ, ახალი ხელისუფლების თითქმის სრული ვადის განმავლობაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საზღვარი სულ უფრო ღრმად მოდის საქართველოში” – ამბობს ფერეზი.
“გარდა ამისა, მოსკოვი რეგულარულად და სისტემატიურად არღვევს 2008 წლის ხელშეკრულებას მშვიდობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შუამდგომლობით დაიდო რუსეთსა და საქართველოს შორის. თუკი ეს ნავთობს არ ეხება, როგორც ახლა, და მხოლოდ გლეხები ზარალდებიან, მცოცავი საზღვრები დასავლეთისთვის სრულიად შეუმჩნეველი ხდება, თუმცა ეს მაინც კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ ნდობას იმსახურებს მოსკოვი” – წერს Frankfurter Allgemeine Zeitung-ას მიმომხილველი.

banner
წინა სტატიაში“Miss Planet – Georgia 2015″გაიმართება
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო ნიკა მელიას პასუხობს