დოიჩე ველე: პუტინმა აღიარა, რომ „ყირიმის დაბრუნება“ რუსეთში იყო დაგეგმილი

პუტინის რეიტინგი 86%-მდე გაიზარდა

დოიჩე ველე: პუტინმა აღიარა, რომ „ყირიმის დაბრუნება“ რუსეთში იყო დაგეგმილივლადიმირ პუტინმა ინტერვიუში აღიარა, რომ 2014 წლის 23 თებერვალს სპეცსამსახურებს და თავდაცვის სამინისტროს განუცხადა, რომ ხელისუფლება „იძულებულია დაიწყოს მუშაობა ყირიმის რუსეთში დასაბრუნებლად.“

გუშინ, 8 მარტს ტელეკომპანია “Россия-1”-მა დააანონსა ალექსეი კონდრაშოვის ფილმი სახელწოდებით „გზა სამშობლოსკენ.“ ჟურნალისტთან ინტერვიუში პრეზიდენტი ყვება იმაზე, თუ როგორ ჩავარდა ყირიმის დაბრუნების ოპერაცია – წერს გერმანული „დოიჩე ველე.“
რუსეთის ლიდერის სიტყვებით, თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროს და სპეციალურ სამსახურებს მიეცათ დავალება „უკრაინის პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად,“ რომელსაც, როგორც პუტინი ვარაუდობს, ფიზიკურად განადგურება ემუქრებოდა. „ჩვენ მოვემზადეთ მისი პირდაპირ დონეცკიდან გამოსაყვანად ნებისმიერი ხერხით, წყლით, ჰაერიდან თუ ხმელეთიდან. ეს იყო 22-სა და 23 თებერვალს შორის, დაახლოებით 7 საათზე – იხსენებს ვლადიმირ პუტინი და ამატებს: „დამშვიდობებისას ჩემს ყველა კოლეგას ვუთხარი, რომ იძულებული ვართ დავიწყოთ მოქმედებები ყირიმის რუსეთში დასაბრუნებლად.““

შეგახსენებთ, რომ 26-დან 27 თებერვლის ღამეს (2014 წელს) კარგად შეიარაღებულმა პირებმა, განსაკუთრებული ნიშნების გარეშე, ყირიმის მინისტრთა საბჭოს და უმაღლესი საბჭოს შენობები დაიკავეს, რომელიც შეიარაღებულ დაპირისპიირებაში გადაიზარდა.

banner
წინა სტატიაში„Эхо Москвы“-ის რედაქტორი ქილერის სიაში იყო და მან გამომძიებელთან საუბრის შემდეგ რუსეთი დატოვა
შემდეგი სტატიაიაპონელებმა შექმნეს კბილის პასტა, რომელიც თან კბილებს პლომბავს