დოიჩე ველე: ბორის ნემცოვს სხვადასხვა იარაღიდან ესროლეს

ბორის ნემცოვს, რომელიც თებერვალში მოსკოვის ცენტრში მოკლეს, ორი სხვადასხვა იარაღიდან ესროლეს – სამედიცინო ექსპერტიზაზე დაყრდნობით წერს «დოიჩე ველე» . ჭრილობის ხარისხის და ხასიათის შესწავლის შემდეგ ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე,რომ დაზიანებები ორი განსხვავებული იარაღით არის მიყენებული. ექსპერტები ასევე ფიქრობენ, რომ სამი ჭრილობა მაყუჩიანი იარაღით არის მიყენებული, დანარჩენი მაყუჩის გარეშე.
ექსპერტები ვერ ადგენენ, რომელი ადგილიდან მოხდა სროლა. ისინი ასევე გაოცებას გამოხატავენ იმის გამო, რომ პალტოსა და სვიტერის ტყვიით დაზიანება არ შეესაბამება სხეულის დაზიანებებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 28 თებერვალს კრემლთან ახლოს მოკლეს. მისი საქმის 5 ფიგურანტიდან სამმა მაშინათვე აღიარა დანაშაული, შემდეგ კი განაცხადეს, რომ იძულებული იყვნენ ასე ეთქვათ მათზე განხორციელებული ზეწოლის გამო.

banner
წინა სტატიაში„ჩვენი შვილები უნდა იცნობდნენ ჩვენი დროის გმირებს!..“ – ირაკლი ღლონტი
შემდეგი სტატიანავთლუღში ხანძარს 17 სახანძრო მანქანა აქრობდა