დიმიტრი ხუნდაძე: მჯერა, ვახტანგ გომელაური ამ სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს აუცილებლად აღმოფხვრის

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ვახტანგ გომელაურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარდგენას ეხმაურება.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ვახტანგ გომელაურს ესაჭიროება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის ნდობა.
“მოხარული ვარ იმით, რომ პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური წარადგინა. ბატონ ვახტანგს თითქმის ათი წელია პირადად ვიცნობ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის მაღალი დონის პროფესიონალი, წესიერი, პატიოსანი და საქმისადმი ერთგული პიროვნება. ჩემი მხარდაჭერა პარლამენტში მას აუცილებლად ექნება.
ვიმედოვნებ, ახლად განხორციელებული რეფორმა და უშუალოდ ვახტანგ გომელაურის პიროვნული და პროფესიული თვისებები ამ სისტემაში დღემდე არსებულ ნაკლოვანებებს აუცილებლად აღმოფხვრის. ასევე, როგორც მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატს მჯერა, რომ რადიკალურად შეიცვლება ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში ამ მიმართულებით არსებული არასახარბიელო მდგომარეობა. ნებისმიერი ცვლილება უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს და ხალხის კეთილდღეობას. ეს ცვლილება სწორედ ამ მოლოდინის საწინდარია”,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიენმ მხარს უჭერენ ინიციატივას მთავარი პროკურორი პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტმა დაამტკიცოს
შემდეგი სტატიაფიფა ახალ პრეზიდენტს 2016 წლის თებერვალში აირჩევს