დიმიტრი ხუნდაძემ–დღეს სხდომაზე მანძინძლებიც არ გამოცხადდნენ

დიმიტრი ხუნდაძემ: დღეს სხდომაზე მანძინძლებიც არ გამოცხადდნენ

დიმიტრი ხუნდაძემ: დღეს სხდომაზე მანძინძლებიც არ გამოცხადდნენ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც კი არ გამოცხადდნენ სრული შემადგენლობით.
,,მე ვხედვა, იმას, რომ ინიციატორებიც ანუ უმცირესობის წარმომადგენებიც კი არ გამოცხადდნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობის ხელმოწერებიც შემოიტანეს რიგგარეშე სესიის მოთხოვნისთვის. ასე, რომ მასპინძლებიც კი არ არიან ამ სხდომაზე არა თუ პირობითად მოპატიჟებული უმრავლესობის დეპუტატები“– განაცხადა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. უკვე ორჯერ სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო. თუ 16 საათზე დაგეგმილი სხდომაზეც კვორუმი არ შედგა სესია ჩაშლილად გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშიაკო მინაშვილი–მიმდინარეობს ხალხის გაღარიბება
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი: ჩამოვედი იმისთვის, რომ ვნახო გაიმართება შოუ თუ საქმიანი შეხვედრა