დიმიტრი ქუმსიშვილი: ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით ყველა მიმართულებით

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე, დელეგაციის ხელმძღვანელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთეს, მათ შორის ინვესტიციებთან დაკავშირებითაც.

როგორც ქუმსიშვილი აცხადებს, ის დეკლარაცია, რომელსაც „აბრეშუმის“ ფორუმზე მიიღებენ, მნიშვნელოვნად იმოქმედებს საქართველოს კეთილდღეობის გაზრდაზე.

„მისასალმებელ სიტყვებში დელეგაციის ხელმძღვანელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს. მათ შორის, იყო გზავნილები, რომ მნიშვნელოვანია გაღრმავდეს ურთიერთობები კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორის. ასევე ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია „აბრეშუმის გზას“, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისთვის. ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, დეკლარაცია, რომელიც იქნება მიღებული აღნიშნულ ფორუმზე, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდაზე იმოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთისა და აშშ-ის მთავრობებს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე: ჩვენ დავარწმუნეთ მსოფლიო, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ღირს ინვესტიციის ჩადება