დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრს, ერბოლატ დოსაევს შეხვდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ შესაძლებლობის ზრდა ამ მიმართულებით არსებობს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო პოტენციალისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის უკეთ გამოყენებაზე.

banner
წინა სტატიაშიჰააგის სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას თბილისში ელოდებიან
შემდეგი სტატიაფატუ ბენსუდა საქართველოში ჩამოვიდა