დიმიტრი ქუმსიშვილი: მერიაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს

დიმიტრი ქუმსიშვილმა

თბილისის ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ადასტურებს, რომ მერიაში საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს. როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თანამდებობა დატოვა ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერიკაშვილმა, რომელიც მუშაობას სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.
“საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს. ირაკლი ბერიკაშვილი გადადგა თანამდებობიდან და გადავიდა სხვა სამსახურში. შესაბამისად, ჩვენ ცოტა ხანში წარვადგენთ ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ახალ ხელმღვანელს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა, თუმცა არ განუმარტავს კონკრეტულად რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ბერიკაშვილი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თანამდებობას ტოვებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძეც, თბილისის ვიცე მერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან არანაირი შეხება არ აქვს, რის გამოც კომენტარს ვერ გააკეთებს.
“ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ საკითხთან არანაირი შეხება არ მაქვს”, – აღნიშნა ვიცე მერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მცდარი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სუდაძე თანამდებობიდან წასვლას სწორედ მასთან კონფლიქტის გამო გეგმავს.
“თქვენ ცდებით. ავთანდილ სუდაძესთან კონფლიქტი არ მაქვს”, – მიმართა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ქარხანას ისლამისტური დროშით თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაპატიმრების კლინიკაში გადაყვანის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს