დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ “ყაზტრანსგაზის” საკითხი მოლაპარაკებების რეჟიმში გადაწყდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “ყაზტრანსგაზთან”დაკავშირებით მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.
“რა თქმა უნდა, მხარეებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების რეჟიმში ეს ყველაფერი დამთავრდება და გადაწყდება”,- განაცხადა ქუმსიშვილმა.
კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. აღნიშნული ინფორმაცია ყაზახურ მედიაში, კომპანია “ყაზტრანსგაზზე” დაყრდნობით გავრცელდა.
“ყაზტრანსგაზის” განცხადებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ კომპანია ქართულ მხარესთან წინასაარბიტრაჟო დარეგულირების ინიცირებას მოახდენს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ 2009 წელს, “ყაზტრანგაზ-თბილისის” სპეციალური მმართველის დანიშვნით, დაირღვა “ყაზტრანგაზის”, როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საქმიანობაში ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.
“ყაზტრანსგაზში” იმედოვნებენ, რომ დავა მალე მოგვარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია საინვესტიციო საარბიტრაჟო გარჩევას დაიწყებს და მოითხოვს არამხოლოდ “ყაზტრანგაზ-თბილისზე” კონტროლის დაბრუნებას, არამედ ზარალის ანაზღაურებასაც, არანაკლებ განხორცილებული ინვესტიციების თანხის ოდენობისა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისში” ჩადებული ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
ამასთან,ლ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დღეს განახცადა, რომ ყაზახური მხარის პრტენზიები ქართული მხარისთვის მოულოდნელი იყო.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ კვებით მომსახურებაზე 2013-2014 წლებში ჩატარებულ ყველა ტენდერში ერთი და იგივე კომპანიამ გაიმარჯვა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: თქვენ უფრო არღვევთ ჩემი, როგორც მოქალაქის, თუ პოლიტიკოსის ინტერესებს