დიმიტრი ქუმსიშვილი გოგი თოფაძის განცხადებას რ2-თან დაკავშირებით არაკორექტულს უწოდებს

გოგი თოფაძის მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებენ მთავრობის წევრები. ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ დეპუტატის კომენტარი მინიმუმ არაკორექტული იყო.

“ეს განცხადება სულ მცირე არაკორექტულია. ნებისმიერ პოზიციურ, ოპოზიციურ, ობიექტურ მაუწყებელს აქვს უფლება იყოს ქვეყანაში. ეს არის მხოლოდ მათი სარედაქციო პოლიტიკის ნაწილი და ჩვენთან, გამომდინარე იგივე იმ რეფორმებიდან, რომელიც ჩვენ გავატარეთ ციფრულ მაუწყებლობაში, დღეს აბსოლუტურად გახსნილია სამაუწყებლო სივრცე. თქვენ შეგიძლიათ ერთ დღეში გახსნათ ახალი ტელევიზია და დაიწყოთ მაუწყებლობა,” – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, უმრავლესობის დეპუტატმა გუსინ განაცხადა, რომ “რუსთავი 2 ხვალ აღარ იქნება”.

banner
წინა სტატიაშირკინიგზის სადგურში სავალუტო ჯიხურიდან 15 ათასი ლარი გაიტაცეს
შემდეგი სტატია“შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მოვლენებს” – გაეროს ელჩი “რ2”-ზე