დიმიტრი მედვედევი: 7 წელი გვაშორებს საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ აგრესიას

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს პირველი იანვრიდან შემოიღებს

ბი–ბი–სი აგვისტოს ომს სტატიას უძღვნის. მასალში საქართველოსა და რუსეთის პრემიერ–მინისტრების მიერ ომის 7 წლისთავზე
გაკეთებული განცხადებებია მოყვანილი.
«თბილისს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან დიალოგის გამართვის იმედი აქვს» – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა 2008 წელის ომში დაღუპულებს პატივი მიაგო.
პარასკევს, 7 აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტიდან 7 წელი გავიდა.
«ცხადია, ჩვენ რუსეთთან გონიერი პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიყოთ პრინციპულები, რადგანაც ეს ჩვენი ტერიტორიებია და ქართველი ხალხი ვერასდროს შეეგუება აფხაზების და ოსების გარეშე ცხოვრებას» – განაცხადა პრემიერმა.
«დღეს აფხაზეთის ოკუპაციის დღეა, ცხინვალის ოკუპაცია ისევ გრძელდება, ჩვენი მთავრობა გონივრული პოლიტიკით პროცესის შეჩერაბას ცდილობს. ჩვენთვის მთავარი მშვიდობა და სტაბილურობაა. თუკი დაკარგული ტერიტორიები გვინდა დავიბრუნოთ და ვიცხოვროთ აფხაზ და ოს ძმებთან, ეს მშვიდობიანი გზით უნდა მოვაგვაროთ» – თქვა ღარიბაშვილმა.
რუსეთის პრემიერმა დმიტრი მედვედევმა დღეს ომთან დაკავშირებით ასევე გააკეთა განცხადება.
“7 წელი გვაშორებს საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიმართ აგრესიას… 7-დან 8 აგვისტოს ღამით 2008 წელს ქართულმა რეგულარულმა არმიამ, მძიმე არტილერიიის გამოყენებით, ტანკებით, ავიაციით, საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, სკოლებზე შეტევა მიიტანა. რამდენიმე საათში ათასობით ადამიანი დაიღუპა. დაიღუპნენ რუსი სამშვიდობოები, რომლებიც გაეროს მანდატით მშვიდობას იცავდნენ რეგიონში” – დაწერა მედვედევმა საკუთარ ფეიბუქ გვერზდე.
«დღეს ჩვენ აფხაზებს და ოსებს მშვიდობის დამყარებაში ვეხმარებით» – დაამატა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა – წერს ბიბისი.

banner
წინა სტატიაში,,იმედს გამოვთქვამ, რომ მალე ამ დღეს თბილისსა და ცხინვალში ერთად აღვნიშნავთ”
შემდეგი სტატიადევნილთა სამინისტრო აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს განაგრძობს