დიდ დიღომში დაჭრილი მოზარდების მდგომარეობა მძიმეა

დიდი დიღომში 15 წლის მოზარდები დაჭრეს. მედიკოსების ინფორმაციით, ორივე მათგანს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება 186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სწორედ ამ ტერიტორიიდან წამოიყვანა სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა ერთ-ერთი დაჭრილი ახალგაზრდა. მეორე 15 წლის მოზარდი კი იაშვილის კლინიკაში საკუთარი სახლიდან გადაიყვანეს.

ამ დროისთვის დაშავებულები იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. მათი მდგომარეობა მძიმეა. როგორც სააავადმყოფოში განმარტავენ მოზარდს სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ და ისინი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ბავშვების მშობლები დაკითხვაზე იმყოფებიან, თუმცა რომელ განყოფილებაში ეს ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარის დეტალებზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით სემეკი ხვალ ბიზნესმენებს შეხვდება
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 30-ზე მეტი პირია წარდგენილი