დიდუბეში შიდა კვარტალური გზების დაგება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-3 კორპუსისა და ქურდიანის ქუჩა N 19-ის ტერიტორიაზე შიდა კვარტალურ გზებზე ასფალტის საფარი იგება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა, გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში სულ მიწის ზედაპირი 1700 კვ მეტრი ფართობის გზის მონაკვეთზე მოიჭრა, მოეწყო ბორდიურები და 5 სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 54 900 ლარია.
დიდუბის რაიონის გამგეობის დაფინანსებით 4 მისამართზე უკვე დაიგო 600 კვ მეტრი მოცულობის ასფალტო ბეტონის საფარი, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან 21 853 ლარი გამოიყო.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-14 კორპუსთან ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები .
შიდა კვარტალური გზების მოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს “საგზაო კომპანია” ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიდიდი დიღმის მიმდებარე ქუჩებსა და სოფელ დიღომში გარე განათება დამონტაჟდა
შემდეგი სტატიაქუთაისში ქუთაისობის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო