დიდუბეში ნაპოვნი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან ნაპოვნი შუა ხნის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა, შსს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ საუბრობენ და განმარტავენ, რომ დეტალები შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
დიდუბეში, რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიბაბუშერას სამარხიდან კიდევ 12 ცხედარი გადმოასვენეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა 2008 წელს დაღუპული გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს