დიდი შეტევა აშშ-ს სპეცსამსახურებზე

დასავლური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერთა ჯგუფმა ამერიკის არმიისა და დაზვერვის თანამშრომელთ პირადი მონაცემები მოიპოვეს.
აშშ-ს ხელისუფლება შიშობს, რომ ბოროტმოქმედებს სპეცსამსახურის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა შანტაჟირება შეეძლებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა ის სპეციალური ფორმები ჩაიგდეს ხელში, რომელსაც სპეცსამსახურის თანამშრომლები საიდუმლო მასალებზე წვდომისათვის ავსებენ და რომელშიც თვალის ფერიდან დაწყებული – საყვარელი სასმელით დამთავრებული, ყველა მონაცემია შეტანილი თავად აგენტებზე.
აღსანიშნავია, რომ 5 ივნისიდან მოყოლებული, ამერიკის არმია და ფედერალური სამსაახურები უკვე მესამედ გახდნენ ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლნი. გავრცელებული ინფორმაციით ჰაკერებს, რომელთა კვალი სავარაუდოდ ჩინეთში მიდის, 14 მილიონამდე აშშ-ს სახელმწიფო მოსამსახურეზე აქვთ მონაცემები.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში საპატრულო პოლიცია პირველად კიევში, 4 ივლისიდან ამოქმედდება+ფოტო
შემდეგი სტატიაყველაზე საიდუმლო კლუბი მსოფლიოში: რას განიხილავენ ბილდერბერგში