„დიდი ტრაგედიაა როდესაც პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე მშვიდობიანობის პერიოდში იღუპება”

ქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდზე ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიია, როდესაც პოლიციელი მშვიდობიანობის დროს იღუპება.

„დიდი ტრაგედიაა როდესაც პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე მშვიდობიანობის პერიოდში იღუპება, ადამიანები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის უსაფრთოებაზე ზრუნავენ. ამიტომ, ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ვუზრუნველვყოთ ერთის მხრივ უსაფრთხოება, მაგრამ ამასთანავე არ დავუშვათ, რომ ამ საქმეში ჩვენი პოლიციელების, ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს“,-განაცხადა სესიაშვილმა.

მოკლულ პოლიციელს დღეს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს, აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. ბექა მარგიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ვალერიან გრძელიშვილი კი მკურნალობის კურსს გადის

banner
წინა სტატიაშიმსახიობი გიორგი ნაკაშიძე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაშსს მინისტრი პოლიციელის მკველობაში ეჭვმიტანილს მოუწოდებს პოლიციას ჩაბარდეს