დიდი ოდენობით ბრილიანტის შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

brilianti2ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლება, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან ფარულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტის შემოტანის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პავლიკ სევოიანი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლოს” გავლით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა უმაღლესი ხარისხის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბრილიანტის თვლები, რომლის ღირებულებაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 350 000 ლარს შეადგენს.
“დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხი მიმდინარე კვირას გაირკვევა
შემდეგი სტატიაალექსის ციპრასი: ჩვენ არ გვინდა ბრძოლის შეწყვეტა და შემდეგ ბოდიშის მოხდა ამისთვის