დიდი დიღმის მიმდებარე ქუჩებსა და სოფელ დიღომში გარე განათება დამონტაჟდა

დიდი დიღმის მიმდებარე 17 ქუჩასა და სოფელ დიღომში გარე-განათების 160 ახალი საყრდენი ბოძი და 760-მდე სანათი წერტილი დამონტაჟდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, ადმინისტრაციის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა და “სინათლის ქალაქის” დირექტორმა ვასილ ხორავამ დაათვალიერეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, დიდი დიღმის ახალ დასახლებასა და სოფელ დიღომში გარე-განათების დაყენების თხოვნით თბილისის მერიას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის დავალებით გარე განათების ქსელი “სინათლის ქალაქმა” დაამონტაჟა.
როგორც “სინათლის ქალაქის” დირექტორმა, ვასილ ხორავამ აღნიშნა, გარე-განათების ქსელი 21 კილომეტრიან მონაკვეთზე გაკეთდა. მისივე თქმით, ამით დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის განვითარების მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3303 ლარი გახდა
შემდეგი სტატიადიდუბეში შიდა კვარტალური გზების დაგება მიმდინარეობს