,,დიალოგი არის საუკეთესო გზა… კარასინი-აბაშიძის ფორმატიც კი”- ჯეიმს აპატურაი

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში კარასინი-აბაშიძის შეხვედრების პრაღის ფორმატზეც გააკეთა კომენტარი. აპატურაის თქმით იმისდა მიუხედავად, რომ შესაძლოა ამ ფორმატს ხელშესახები შედეგი არ მოაქვს, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები: ”ჩვენ დიდი ინტერესით ვეცნობით იმ ინფორმაციებს, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვიგზავნიან, დაწყებული პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, მინისტრებით, ელჩით, დიალოგის ყველა მიმართულებით გვაწვდიან უახლეს ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ ამ საკითხს გენერალური მდივანი განიხილავს თბილისშიც. გენერალური მდივანი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თითქმის მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შეხვდება, ასევე დარწმუნებული ვარ რომ გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს , რომ ეს გზა გააგრძელოს , კარასინი-აბაშიძის ფორმატიც კი. ვინაიდან ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან ყველა იზიარებს აზრს, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა და მას ალტერნატივა არა აქვს. თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ეტაპზე წინსვლას ვერ ვხედავთ. დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები და კიდევ უფრო უარესი მოვლენები. ძალიან რთულია იმის თქმა, ამ დიალოგით ნეგატიური პროცესი უკან მიდის თუ არა, შეიძლება არა, მაგრამ აქ მთავარია , რომ მცდელობა ყველაფრის, რასაც ამჟამინდელი მთავრობა აკეთებს და გულახდილად, რომ ვთქვათ აკეთებდა და სურდა ყოფილ ხელისუფლებას, არის ერთადერთი ლოგიკური გზა. ალიანსი გააგრძელებს დიალოგის მხარდაჭერას. თუ საქართველო გადაწყვეტს რომ ეს ფორმატი უშედეგოა, არ არის პროდუქტიული, ზიანის მომტანია და აუცილებელია შეწყვეტა ეს საქართველოს არჩევანი იქნება და ჩვენ დავინტერესდებით თუ რა ლოგიკა იქნება ამ გადაწყვეტილების უკან. მაგრამ ახლა , ამ დროისათვის ალიანსის წევრებს შორის ამ თემაზე კონსენსუსია. ვცადოთ ყველაფერი, თუნაც იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშესახები შედეგი არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა მოვლენების ნეგატიურად განვითარება აგვაცილოს ”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში კარასინი-აბაშიძის შეხვედრების პრაღის ფორმატზეც გააკეთა კომენტარი. აპატურაის თქმით იმისდა მიუხედავად, რომ შესაძლოა ამ ფორმატს ხელშესახები შედეგი არ მოაქვს, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები: ”ჩვენ დიდი ინტერესით ვეცნობით იმ ინფორმაციებს, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვიგზავნიან, დაწყებული პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, მინისტრებით, ელჩით, დიალოგის ყველა მიმართულებით გვაწვდიან უახლეს ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ ამ საკითხს გენერალური მდივანი განიხილავს თბილისშიც. გენერალური მდივანი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თითქმის მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შეხვდება, ასევე დარწმუნებული ვარ რომ გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს , რომ ეს გზა გააგრძელოს , კარასინი-აბაშიძის ფორმატიც კი. ვინაიდან ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან ყველა იზიარებს აზრს, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა და მას ალტერნატივა არა აქვს. თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ეტაპზე წინსვლას ვერ ვხედავთ. დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები და კიდევ უფრო უარესი მოვლენები. ძალიან რთულია იმის თქმა, ამ დიალოგით ნეგატიური პროცესი უკან მიდის თუ არა, შეიძლება არა, მაგრამ აქ მთავარია , რომ მცდელობა ყველაფრის, რასაც ამჟამინდელი მთავრობა აკეთებს და გულახდილად, რომ ვთქვათ აკეთებდა და სურდა ყოფილ ხელისუფლებას, არის ერთადერთი ლოგიკური გზა. ალიანსი გააგრძელებს დიალოგის მხარდაჭერას. თუ საქართველო გადაწყვეტს რომ ეს ფორმატი უშედეგოა, არ არის პროდუქტიული, ზიანის მომტანია და აუცილებელია შეწყვეტა ეს საქართველოს არჩევანი იქნება და ჩვენ დავინტერესდებით თუ რა ლოგიკა იქნება ამ გადაწყვეტილების უკან. მაგრამ ახლა , ამ დროისათვის ალიანსის წევრებს შორის ამ თემაზე კონსენსუსია. ვცადოთ ყველაფერი, თუნაც იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშესახები შედეგი არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა მოვლენების ნეგატიურად განვითარება აგვაცილოს ”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში კარასინი-აბაშიძის შეხვედრების პრაღის ფორმატზეც გააკეთა კომენტარი. აპატურაის თქმით იმისდა მიუხედავად, რომ შესაძლოა ამ ფორმატს ხელშესახები შედეგი არ მოაქვს, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები:
”ჩვენ დიდი ინტერესით ვეცნობით იმ ინფორმაციებს, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვიგზავნიან, დაწყებული პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, მინისტრებით, ელჩით, დიალოგის ყველა მიმართულებით გვაწვდიან უახლეს ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ ამ საკითხს გენერალური მდივანი განიხილავს თბილისშიც. გენერალური მდივანი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თითქმის მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შეხვდება, ასევე დარწმუნებული ვარ რომ გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს , რომ ეს გზა გააგრძელოს , კარასინი-აბაშიძის ფორმატიც კი. ვინაიდან ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან ყველა იზიარებს აზრს, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა და მას ალტერნატივა არა აქვს. თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ეტაპზე წინსვლას ვერ ვხედავთ. დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები და კიდევ უფრო უარესი მოვლენები. ძალიან რთულია იმის თქმა, ამ დიალოგით ნეგატიური პროცესი უკან მიდის თუ არა, შეიძლება არა, მაგრამ აქ მთავარია , რომ მცდელობა ყველაფრის, რასაც ამჟამინდელი მთავრობა აკეთებს და გულახდილად, რომ ვთქვათ აკეთებდა და სურდა ყოფილ ხელისუფლებას, არის ერთადერთი ლოგიკური გზა. ალიანსი გააგრძელებს დიალოგის მხარდაჭერას. თუ საქართველო გადაწყვეტს რომ ეს ფორმატი უშედეგოა, არ არის პროდუქტიული, ზიანის მომტანია და აუცილებელია შეწყვეტა ეს საქართველოს არჩევანი იქნება და ჩვენ დავინტერესდებით თუ რა ლოგიკა იქნება ამ გადაწყვეტილების უკან. მაგრამ ახლა , ამ დროისათვის ალიანსის წევრებს შორის ამ თემაზე კონსენსუსია. ვცადოთ ყველაფერი, თუნაც იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშესახები შედეგი არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა მოვლენების ნეგატიურად განვითარება აგვაცილოს ”– განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯხელები გველეშაპს ებრძვიან
შემდეგი სტატიასტიქია კახეთში