დეპუტატები უბილეთოდ მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტიის პროექტს განიხილავენ

ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმების ნაწილის გაუქმების შესახებ კანონპროექტს დეპუტატები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. პროექტის დეტალებს დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, განუმარტავს.

საუბარია 2014 წლის 10 დეკემბრამდე დაჯარიმებულ მოქალაქეთა ამნისტიაზე.

ინიციატივა პარლამენტს გასული წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, წარუდგინა. სიახლე, ძირითადად, სტუდენტებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეეხებათ.

როგორც ფრქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატი, თამარ კორძაია, განმარტავს, სიღატაკის ზღვარს მიღმა პროგრამაში მყოფი მოქალაქეების წინააღმდეგ იძულებითი აღსრულება კანონით ისედაც შეზღუდულია, სტუდენტები კი გადახდისუუნაროთა კატეგორიაში შედიან და მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება, რაც ოჯახის წევრთა ქონების დაყადაღებას ითვალისწინებს, სახელმწიფოსთვის მეტ ადმინისტრაციულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„შესაბამისად, ამ ეტაპზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული სახდელებისაგან,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დღეს გლოვის დღეა
შემდეგი სტატიაავთანდილ ბერიძე – ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აუცილებლად იქნება საქართველოში, ამის პირობას მე გაძლევთ