დეპუტატები სპორტის მინისტრის გადაყენებას ითხოვენ

ლევან ყიფიანი შესაძლოა, გადააყენონ. დეპუტატების დასკვნა პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტში საუბარი სპორტში არსებულ პრობლემებზეა.

სპორტის კომიტეტში ლევან ყიფიანის გადაყენების პროცედურების დაწყებას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ. თუმცა ამბობენ, რომ დოკუმენტის მიხედვით გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

სპორტში არსებულ ხარვეზებზე დეპუტატები უკვე ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ მინისტრი მოსახლეობის კარგად ინფორმირებას ვერ ახდენს და პროექტების განხორციელებაც ფერხდება.

ეს ინფორმაცია კი ლერი ხაბელოვმა და ლუკა კურტანიძემ დოკუმენტებით პრემიერსაც გადაუგზავნეს.

სპორტის მინისტრის მოსმენა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, სადაც დეპუტატებმა მინისტრის მიმართ პრეტენზიები გამოთქვეს.

banner
წინა სტატიაშიბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან უცნობმა პირებმა ყვავილები, ფოტოები და სანთლები წაიღეს
შემდეგი სტატიასაია პრემიერს კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს