დემოკრატიული რეფორმების ფუძემდებელი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია-ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია

პარლამენტი“ჩვენ დღეს ვართ უნიკალური დემოკრატიული პროცედურის მომსწრე. ორი დღის განმავლობაში პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ჩვენ ასევე მათ უნდა ვუყაროთ კენჭი. მე მსგავსი არ მახსოვს წინა ხელისუფლების დროს. ეს ნორმა კი ჩვენ შემოვიტანეთ. დემოკრატიული რეფორმების ფუძემდებელი არის ის პიროვნება, რომელმაც 2012 წელს ქართველი ხალხი მოიყვანა დღემდე და ამ უმადურობის ფონზე არ შემიძლია ივანიშვილს მადლობა არ ვუთხრა”– განაცხადა რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ნუკრი ქანთარიამ.
შეგვეძლო წინა კვირასაც განგვეხილა მინისტრთა დამტკიცების საკითხი, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა მისი უფლება და მან შემოგვითვალა დეპუტატებს, დავფიქრებულიყავით გადაწყვეტილებაზე, რომელიც უნდა მიგვეღო. მე თავიდან დაუფიქრებლად ვაპირებდი გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ დავუჯერე პრეზიდენტს და ბევრს ვფიქრობდი. ამ პრეიოდში ბევრი რამ გამახსენდა იმ შავბნელი 9 წლიანი პერიოდის, როცა იყო ძალიან დიდი შიში საზოგადოებაში, როდესაც ადამიანებს ეშინოდათ განსხვავებული აზრის. დღეს ჩვენ თვალწინ ხდება ის, რომ გზები კეთდება. კახეთისკენ ვინც გაივლის ყველა გოჯი მოწესრიგებულია.ეს მართლაც დასანახია. მე მინდა იცოდეს მინისტრთა კბინეტმა, რომ გაძლევთ ხმას, მაგრამ ვიზიარებთ თქვენთან ერთად და იმედი მაქვს, რომ არ გავწბილდებით. მე მინდა ჩემი პატარა შვილიშვილის, ალექსანდრეს სიტყვები გითხრათ, “მე სხვა საქართველო მინდა”. მეც სხვა საქართველო მინდა და ჩვენ მივდივართ უკეთესი საქართველოსკენ.20-25 წლის შემდეგ ჩვენი შვილები იცხოვრებენ ამ საქართველოში”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშირეზო ამაშუკელი საზოგადოებრივ აქტივობას წყვეტს
შემდეგი სტატიამოსახლეობის თითქმის 700 000-მდე კლება ძირითადად ყოფილი ხელისუფლების მმართველობის შედეგია