“დემოკრატიული მოძრაობის” წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს

“დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს.
“უდიდესი ტრაგედიაა, რომ საქართველომ ამდენი ახალგაზრდა დაკარგა. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ეთნიკურ ქართველებზე, ვსაუბრობ ოს და აფხაზ ბიჭებზეც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ოს და აფხაზ ხალხთან ურთიერთობის აღდგენას და ჩატეხილი ხიდის გამრთელებას. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ერთიან და ღირსეულ საქართველოში ცხოვრებას. საქართველოს ხელისუფლება როგორც დღევანდელი, ისე მომავალი ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც 2008 წლის აგვისტოს ავბედით დღეებში მოხდა”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ცინცაბაძემ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე – საქართველოში არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული
შემდეგი სტატია,,იმას მაინც ნუღარ იტყვით, რომ “რუსთავი” დამოუკიდებელია, ის” ნაციონალური მოძრაობისაა”! – მანანა კობახიძე