“დემოკრატიული მოძრაობა” იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის შეჩერებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვს

როგორც პარტიაში აცხადებენ, “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც ხელისუფლებაში ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების და დამნაშავეების დასჯის უმთავრესი დაპირებით მოვიდა, ამ დაპირების შესასრულებლად არაფერი გააკეთა.
“ქართული ოცნების” უუნარობამ და არაკომპეტენტურობამ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. სრული ფიასკო საერთაშორისო სასამართლოებზე ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეებთან დაკავშირებით, ინტერპოლის უარი სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე და უკრაინის პროკურატურის უარი მისი საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, ახლა უკვე ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარიდან მოხსნა. აღნიშნული რეალობა ან “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” გარიგების, ან ხელისუფლების უვიცობის შედეგია, ორივე შემთხვევაში კი საზოგადოება არის მოტყუებული. “დემოკრატიული მოძრაობა” მოითხოვს ხელისუფლებისაგან განუმარტოს საზოგადოებას, შეეფერება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია და თუ ეს სიმართლეა, მაშინ რამ გამოიწვია იტერპოლის გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეჩერებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია დემოკრატიული მოძრაობის განცხადებაში.
ინტერპოლმა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ადეიშვილის ადვოკატს ინტერპოლიდან, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ძებნის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია
შემდეგი სტატიააღიარეთ, რომ ან ეს ხალხი უდანაშაულო ყოფილა, ან სამართალდამცავი სისტემა საქართველოში მხოლოდ კანონმორჩილ ხალხზე ვრცელდება, ანუ მათზე, ვის დაგოიმებასაც ახერხებთ- კოკა ყანდიაშვილი