დემოკრატიული მოძრაობა თელავში ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

დემოკრატიული მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თელავის თვითმმართველი თემის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. ვალერი შოშიაშვილმა გამგეობის შენობის წინ დღეს ბრიფინგი გამართა და ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, სადაც მისი თქმით, გამგეობის თანამშრომლები რესტორნებისთვის ადგილობრივი ბიუჟეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ. საუბარია 100 ათას ლარამდე თანხაზე, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში თელავის ბიუჯეტიდან რესტორნებში გადაირიცხა.

„მთლიანობაში იხარჯება 100 ათას ლარამდე, რომ იქეიფონ და დრო ატარონ ბიუჯეტის ხარჯზე გამგეობის წარმომადგენლებმა,” – აცხადებს ვალერი შოშიაშვილი.

ოპოზიციის ბრალდებებს რაიონის გამგებელმა უპასუხა. ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, ბიუჯეტში დარღვევა და არამიზნობრივი ხარჯი არ აქვთ

“მოგეხსენებათ სხვა რაიონებზე მეტი სტუმარი ყავს თელავს, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება და მათი გამასპინძლებისათვის გვჭირდება ხარჯების გაწევა. თუმცა იმაზე მეტს არ ვხარჯავთ, რაც ბიუჯეტით გვაქვს გათვალისწინებული,” – განმარტავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია მრჩევლის ხუთი ახალი შტატის დამატების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე კარასინის ახალ თანამდებობაზე დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს