დემის რუსო გარდაიცვალა

კვირას, საღამოს, ათენში 68 წლის ასაკში  ცნობილი ბერძენი მომღერალი დემის რუსო გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რუსო ალექსანდრიაში 1946 წლის 15 ივნისს დაიბადა.

15 წლის ასაკში რუსო პოპულარული დასავლური ჰიტების ჯაზ-ვერსიებს ასრულებდა და ასე გამოიმუშავებდა ფულს. 1968 წელს რუსო და მისი ბენდი “აფროდიტეს შვილები” პარიზში გადავიდნენ, სადაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვეს სიმღერით “Rain and tears”. 1971 წელს რუსომ სოლო კარიერა დაიწყო. ჯამში მომღერალმა სამი ათეული ალბომი გამოუშვა, რომლებიც დღემდე პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ბევრი რამ არის გასაკეთებელი
შემდეგი სტატია2006 წლის 28 იანვარს 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლეს!!!