“დელტა” კვლავ თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში გადადის

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა

სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი “დელტა” ეკონომიკის სამინისტროდან კვლავ თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში გადადის. საქართველოს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
“უკან დავიბრუნეთ “დელტა”. მთავრობამ ეს დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა”, – განაცხადა ჯანელიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
ამასთან, ჯანელიძის თქმით, “დელტა” არც გაუქმებულა, არც გასხვისებულა და მაშინაც კი, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, თავის საქმიანობას უწინდებურად აგრძელებდა.

banner
წინა სტატიაშიმარინ ლე პენმა საკუთარი მამა პარტიის „მკვლელობაში“ დაადანაშაულა
შემდეგი სტატიათბილისის ტრანსპორტის ორგანიზაციის წარმომადგენლები სააღდგომო პრემიების არასწორ გადანაწილებას აპროტესტებენ