“დელტა” კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 19 აგვისტოს 17:30 სთ-დან კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან დაფიქსირდა შემომავალი ღრუბლის ფრონტი. ღრუბელი თავდაპირველად გავრცელდა საგარეჯოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თელავის რაიონის სამხრეთ ნაწილში და გურჯაანში.
21:04 საათზე საგარეჯოს რაიონში კვლავ გავრცელდა ღრუბლის ფრონტი. ღრუბელი გადავიდა ყვარელის, სიღნაღის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებშიც.
21:14 დან 21:27 საათამდე საგარეჯოს რაიონში ღრუბლები რაკეტებით დამუშავდა.
22:40 საათზე სიღნაღის და 22:50 საათზე ლაგოდეხის რაიონებში ღრუბელი გაძლიერდა და სეტყვის ალბათობამ 80% შეადგინა.
რაკეტებით ზემოქმედების შედეგად 23:00 საათისთვის დასაცავი ტერიტორიის თავზე შეინიშნებოდა მხოლოდ უმნიშვნელო მოღრუბლულობა.
01:15 საათისთვის საგარეჯოს და ახმეტის რაიონების ტერიტორიაზე კვლავ გავრცელდა სეტყვასაშიში ღრუბელი. აქტიური ზემოქმედების შემდეგ 04:00 საათისთვის დასაცავი ტერიტორიის თავზე შეინიშნებოდა უმნიშვნელო მოღრუბლულობა.
ზემოთაღნიშნული დროის განმავლობაში კახეთის რეგიონში შემოიჭრა 1000 კმ2 ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ღრუბელი. სეტყვის ალბათობა 80 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომა კი 15-დან 30 მმ-მდე მერყეობდა.
20:10 დან 02:06 საათამდე საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის და თელავის, გასროლილი იქნა 70 ერთეულზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.
რაკეტებით აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის სახით.
19 აგვისტოს დაწყებული და სრულად განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები ერთიან პოცესში გაგრძელდა 20-21 აგვისტოსაც.
სსსტც “”დელტას”” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 20 აგვისტოს 19:20 საათისთვის დააფიქსირა ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის ტერიტორიაზე შემომავალი ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების (30-50 მმ) შემცველი ღრუბლის ფრონტი, რომელიც გადაადგილდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, კავკასიონის ქედის გასწვრივ. 01:59 საათისთვის ახმეტის რაიონში დამატებით შემოვიდა ღრუბელთა ახალი ჩამოყალიბებული სისტემა, რომელშიც სეტყვის მარცვლების ფორმირება კახეთის რეგიონში შემოსვლამდე მოხდა. გადაადგილების მიმართულება ჩრდილო-აღმოსავლეთი.
02:43 საათისთვის ღრუბელმა გადაინაცვლა ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით და დატოვა კახეთის რეგიონი.
საერთო ჯამში ზემოთაღნიშნული დროის განმავლობაში კახეთის რეგიონში 1600კმ2 ზე მეტი ფართობის მქონე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების შემცველი ღრუბლის ფრონტი შემოვიდა. ღრუბელი კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს გაუყვა და სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მოქმედების არეალის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში გადაადგილდებოდა.
მიუხედავად იმისა რომ ჩამოყალიბებული სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტის განეიტრალება დღეს-დღეობით არსებული ტექნოლოგიებით შეუძლებელია, რაკეტებით აქტიური ზემოქმედების შედეგად თავიდან იქნა არიდებული ღრუბლის მასის დამატებითი გაძლიერება, რაც არსებულ ნალექს რამდენჯერმე გაზრდიდა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ფუნქციონირება 2015 წლის 28 მაისს დაიწყო. სატესტო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად წლევანდელი სეზონის განმავლობაში კახეთის რეგიონში სისტემამ 35 მასშტაბური სეტყვასშიში პროცესი გაანეიტრალა, რითაც კახეთის რეგიონს მნიშვნელოვანი ზარალი ააცილა თავიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა: თუ ვირზე შეჯდნენ, შეიძლება, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს
შემდეგი სტატიაჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (ფოტო)