დელეგატი გეგა გობეჯიშვილი გაათავისუფლეს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი სასამართლომ გაათავისუფლა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გობეჯიშვილს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

“გობეჯიშვილი უკვე გათავისუფლებულია, თუმცა, ჩვენ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას”,- აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, გეგა გობეჯიშვილი სასამართლოს შენობიდან პირდაპირ სასტუმრო “Holiday Inn”-ში მივა, სადაც ყრილობა უნდა გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშიგეგა გობეჯიშვილი სასამართლო პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის არჩევნებში გეგა გობეჯიშვილი