(დეკანოზი) ანდრეა კემულარია: ცოდვა არის კონკრეტული ქმედება, მიმართული ადამიანური ბუნების საწინააღმდეგოდ

(დეკანოზი) ანდრეა კემულარია: ცოდვა არის კონკრეტული ქმედება, მიმართული ადამიანური ბუნების საწინააღმდეგოდ

dekanozi-mama-andria„დღეს, სამწუხაროდ, ადამიანთა საზოგადოებაში ცოდვაზე წარმოდგენაც კი არ არსებობს, თავად ცოდვა კი ღმრთაების დონეზეა აყვანილი. აქედან აი რა გამომდინარეობს: თუ შენ საკუთარი ადამიანური ბუნების საწინააღმდეგოდ მოქმედებ, ეს ითვლება ბუნებრივად. ხოლო, თუ, პირიქით, ეწინააღმდეგები საყოველთაო განდგომილებას და იბრძვი ცოდვასთან, ეს არანორამალურად ირაცხება, რადგან არ იქცევი ისე, რომ უმრავლესობა“.
„მრავალი ახალგაზრდა მეკითხება: „რატომ არის, მაგალითად, ესათა თუ ის საქციელი ცოდვა? რატომ მიკრძალავს ეკლესია იმას, რაც მე ასე მომწონს და მანიჭებს სიამოვნებას? ნუთუ ეკლესია ასე სასტიკია? საერთოდ, საიდან მოიტანა მან, რომ ეს ქმედება ან სიამოვნების ზოგიერთი სახეობა არის ცოდვა?“ ცოდვა არის კონკრეტული ქმედება, მიმართული ადამიანური ბუნების საწინააღმდეგოდ მის დაუზიანებელ მდგომარეობაში, როგორადაც იყო ის დასაბამიდანვე შექმნილი. კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის გემოსხილვამდე, სამოთხიდან გაძევებამდე ადამი არ ჩადიოდა ასეთ საქციელს.
მცნებები წარმოადგენენ ადამიანისთვის ისეთ შემავიწროვებელ გარემოებას, რომელიც აღზრდის, მას, აკავებს ღმრთაებრივი კანონის ფარგლებში. ამიტომ, როცა ადამიანი სახარებისეული მცნებების აღსრულების საშუალებით გამოდის მონური მდგომარეობიდან, მცნებები და კანონი უქმნდება მისთვის, როგორც წერს მოციქული პავლე: „მართალსა შჯულ არა უც“ (1ტიმ. 1:9). ანუ, მართალზე უკვე არ მძლავრობს კანონი, რადგან მართალი ცხოვრობს და მოქმედებს ბუნებრივად. ღმერთს არ ჭირდება თქმა ასეთი ადამიანისთვის: „არა იცრუო, არა კაცკლა, არა იმრუშო, არა იპარო“ და ა.შ., – რადგან ასეთი ადამიანი უკვე მოქმედებს ჰარმონიულად და ასეთი სათნოებითი ცხოვრება იქცევა მისთვის ბუნებრივად. ამ მომენტიდან ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესად იქცევა სამი სათნოება: რწმენა, იმედი და სიყვარული. მაგრამ, ეს არ უნდა იყოს თეორიული რწმენა, დაფუძნებული უბრალოდ ცოდნაზე საეკლესიო დოგმატებისა და დადგენილებებისა, არამედ ქმედითი, ცოცხალი, უხილავი ღმერთის სარწმუნოების თვალით, თითქოს ხილულის, მხედველი რწმენა. ეს უნდა იყოს ცდა ადამიანის ღმერთთან ურთიერთობისა.“

banner
წინა სტატიაშიკრემლი გაზრდილი სანქციების პასუხისთვის მზად არის
შემდეგი სტატიახარკოველმა აქტივისტებმა რუსეთის საკონსულო შეღებეს