დეივიდ კრამერი ზურაბ აბაშიძეს დახურულ კარს მიღმა ხვდება

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“ თბილისში გრძელდება. ამ წუთებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით მაკეინის ინსტიტუტის დირექტორს დეივიდ კრამერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დახურულ კარს მიღმა ხვდება.

ამის შემდეგ კი კონფერენციის მონაწილეები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რომელსაც მოგვიანებით მედიას გააცნობენ. რეგიონში არსებული ეკონომიკური, ენერგეტიკული და დემოკრატიული გამოწვევები – ეს კონფერეციის მთავარი თემებია.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ჩემი ნება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილს დავაბრუნებდი აქტიურ პოლიტიკაში
შემდეგი სტატიაპოლონეთმა უკრაინას შეღავათიანი კრედიტი გამოუყო