დევნილთა სამინისტრო ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს უარყოფს

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს უპასუხეს დევნილთა სამინისტროში. უწყების წარმომადგენლები უარყოფენ კორუფციის არსებობას, თუმცა აცხადებენ, რომ შენობების რეაბილიტაცია არ არის დასრულებული.

მათივე ინფორმაციით, ამ ფაქტზე დავა მიმდინარეობს საგამოძიებო კომიტეტთან, ხოლო პასუხისმგებლობაში მიცემულია სამინისტროს 3 თანამშრომელი.

დევნილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ პრობლემურია 2 სამშენებლო კომპანია: NBG და New Constructions-ი. სამინისტროს ინიციატივით გადაგზავნილია მასალები საგამოძიებო ორგანოებში და ამთი ხელმძღვანელობა არის პასუხისგებაში მიცემული.

„პასუხისგებაშია ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ვინც მონიტორინგს ახდნენენ მშენებლობებზე“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ირმა ნადირაშვილმა დევნილთა მოქმედი და ყოფილი მინისტრები საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დაადანაშაულა. მან დღეს განაცხადა, რომ დევნილების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დახარჯულია 100 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის და 500-მდე ოჯახი საცხოვრებელ ფართში ჯერ არ შესახლებულა.

banner
წინა სტატიაშიISIS-ის მებრძოლებმა სირიაში ქალაქ კობანის ასაღებად ბრძოლები განაახლეს
შემდეგი სტატია„გეპეის ორკესტრის“ საქველმოქმედო აქციის ფოტოკოლაჟი