დედებს მოგი@@@ავთ ვის აძლევთ ინფორმაციას?!

დედებს მოგი@@@ავთ ვის აძლევთ ინფორმაციას?!

დედებს მოგი@@@ავთ ვის აძლევთ ინფორმაციას?!მას შემდეგ, რას სააგენტო “თაიმერში” დაიბეჭდა ინფორმაცია თუ როგორ ეძინა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ გალის რაიონის მეორე ოტობაიას გამგებელს, კამჩატკელ ვიტალი სოროკინს სოფლის ცენტრში, და როგორ იცავდა მას სამი ავტომატიანი პირი – საქმეზე მოკვლევა დაიწყო.

მოკლევას თავად ვიტალი სოროკინი აწარმოებს.

“ჩვენ მაინც გისმენთ, მაინც გავიგებთ ვინ მიაწოდა ჩემს შესახებ ინფორმაცია ე.წ სააგენტო “თაიმერს” დედებს მოგი@@@ავთ ვის აძლევთ ინფორმაციას?! –ვიტალი სოროკინი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ სოროკინს მომხდარის გამო პრობლემები აფხაზურ ე.წ. ადმინისტრაციასთანაც შეექმნა. სწორედ ამან და ქართული სააგენტოს მიერ ფაქტის გაშუქებამ გამოიწვია მისი გაღიზიანება. როგორც ირკვევა , ვიტალი სორიკინის არაფხიზელ მდგომრეობაში ყოფნა, ხალხის დაშანტაჟება და მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვა  აფხაზური ადმინისტაციისთვის სიურპრიზი აღმოჩდა. მეორე ოტობაში არ გამორიცხავენ, რომ სოროკინმა აღნიშნული თანამდებობა დატოვოს. სოროკინი სოხუმშია დაბარებული და უკვე რამდენიმე დღეა მეორე ოტობაიაში არ გამოჩენილა.

TIMER-AA

შეგახსენებთ, საინფორმაციო სააგენტო “თაიმერის” მიერ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიას ახალი გამგებელი არაფხიზელ მდგომარეობაშია და სოფლის ცენტრში წევს, რომელსაც სამი ავტომატიანი პირი იცავს, – ამის შესახებ“თაიმერს” ადგილობრივებმა განუცხადეს.მათივე თქმით, ერთი თვის წინ, გალის აფხაზური ადმინისტარიის უფროსმა, თემურ ნადიარიამ შეცვალა მეორე ოტაბაიას გამგებელი, ეროვნებით ქართველი ფიფია და – არც მეტი, არც ნაკლები – გამგებლად დანიშნა კამჩატკელი ვიტალი სოროკინი. ვიტალი სოროკინი 1992-93 წლებში ქართველების წინაამდეგ ერთ-ერთ აფხაზურ დაჯგუფებაში იბრძოდა, რომელსაც თემურ ნადარაია ხელმძღვანელობდა. როგორც ადგილობრივები აცხადებნ, სოროკინი კვირაში სამჯერ ჩადის სოფელში და ღამეს ვინმე ეთერ მარკოზიას სახლში ათენებს. მისი ცუდი სიმთვრალის გამო შეწუხებულია მარკოზიების ოჯახი. გარად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, გუშინ ვიტალი საროკინმა, დაცვასთან ერთად, ჩამოუარა პურის მაღაზიებს, მცხობელბს, ჯიხურებს და მოსთხოვა თანხა: „თქვენ კარგად ხართ, მე კი, რითი ვიცხოვრო, მომეცით ფული, სასწარფოდ, თორემ დაგხოცავთ ყველას!“ – იმიქრებოდა საროკინი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. კამჩატკელი ვიტალი სოროკინი,როგორც თავად აცხადებს იგი აფაზეთის ომის გმირია. შეგახსენებთ , რომ აფხაზეთის ომის გმირობის წოდებას მხოლოდ იმ ადამინებს, აძლევდნენ, ვინც ას ქართველს მოკლავდა და მოჭრილ ყურს აფხაზურ შტაბში მიიტანდა.

ვიტალი სოროკინი

დედებს მოგი@@@ავთ ვის აძლევთ ინფორმაციას?!

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ქართველი კრიმინალი საქართველოში გამოაძევა
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფოს,, სისხლიანი ამფითეატრი (PHOTO-VIDEO)