ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტებს აკრიტიკებს:
„მოკლედ, დღევანდელმა FB ანალიზმა ცხადყო, რომ მეცხრე არხიდან პირველ არხზე გადაბარგებულები (მაგალითად ნოდარ ჩაჩუა), მეცხრე არხიდან იმედზე გადაბარგებულები (მაგალითად თეონა გეგელია) და TV ობიექტივის ჟურნალისტები (მაგალითად მაკა რაზმაძე) შემდეგ არჩევნებზე შემოხაზავენ ქიბარ ხალვაშს.
დედა, რა ძულთ თურმე R2. როგორ იყვნენ აქამდე ცოცხლები ჩვენი რეიტინგის და გავლენის შემხედვარე.
P.S. ყოფილი 24საათელი სოფო თოდუა არ გამომრჩეს. სახელისუფლებო მედია იყო რ2-იო, 24 საათის ყოფილი ჟურნალისტი ამბობს. ამან მთლად დამაგდო.
p.p.s. შიგადაშიგ შორენა შავერდაშვილიც მოზეიმედ ბუნდოვანი თუ ბუნდოვნად მოზეიმე სტატუსით და კომენტარებით.
p.p.p.s. დათაგულ პერსონებზე არაკორექტული კომენტარები წაიშლება. თვითონ კი არ ზრუნავენ იგივეზე, მართალია…“, – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რუსთავი 2 ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია. კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება – დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.