დედა ენის ბაღში თბილისის მერს აქციის მონაწილეები დახვდნენ

ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ დედაენის ბაღში. სადაც დედაქალაქის მერი დედაენის დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა, იქვე კი საყდრისის კომიტეტის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა თბილისის მერთან გასაუბრება სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვის წევრებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები საყდრისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დავით ნარმანიასგან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ. ასევე აქციის მონაწილეებმა თბილისის მერს “პანორამა თბილისის” მშენებლობის შეჩერება და პროექტზე უარის თქმა მოთხოვეს.

აქციის დროს არავი დაუკავებიათ და არც არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს დეოკუპაციის გეგმა საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად უნდა იყოს,”- გია ბარამიძე
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დააფიქსირეს