დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, გამსახურდიას II კვარტლის, იოსებიძის და ხვიჩიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მირცხულავას, აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, როდენის და ღამბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, აეროდრომის დასახლების, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ბოროდინის, სართიჭალის, იზაშვილის და ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზარზმის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს
შემდეგი სტატიადავით საგანელიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა