დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, პუშკინის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის, ხევის, ყიფიანის, ჭონქაძის, ბოტანიკის, მესხის და მთაწმინდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ფილიას, სამღერეთის, ინტერნატის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის და კაჭრეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ზაქარაიას, თიგიშვილის, ნოსტეს, ჩოდრიშვილის და კაჭრეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VIII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების და შენგელიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და სურგულაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს და უცნობის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, სოფელ დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის, ფარნავაზის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, დიდგორის, იასამნის და სარაჯიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, ნუცუბიძის, ძოწენიძის, გამრეკელის, გურიელის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, ბარნოვის, შანიძის, ყიფშიძის და აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, შერვაშიძის, ბოგდან ხმელნიცკის, ივერიელის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III მიკრორაიონის და რობაქიძის გამზირის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშირეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის პირველი დღე აფხაზეთის თეატრებმა გახსნეს
შემდეგი სტატიაგერმანიის პარლამენტმა საბერძნეთისათვის დახმარების ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს