დედაქალაქის მერიის მოთხოვნები „სითი პარკს“

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ მოთხოვნათა პაკეტი წარმოუდგინა. დედაქალაქის მერიის ერთერთი მთავარი მოთხოვნა ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანის ნაცვლად, მათი ადგილზე დაჯარიმებაა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უნდა აიკრძალოს ტროტუარებზე მანქანების გაჩერება და ფეხით მოსიარულეებს უნდა დაუბრუნდეთ სავალი ნაწილი.

„მე კომპანია სითი პარკს უკვე წარვუდგინე ის ჩვენი ძირითადი მოთხოვნები, რაც გვაქვს, კერძოდ, შემოსავლების განაწილების თანაბრობასთან დაკავშირებით, რომ თანაბრობა აღდგეს და ქალაქის ბიუჯეტმა მეტი შემოსავალი მიიღოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ნარმანიას თქმით, მერიას აქვს ინტერესი ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგები აშენდეს და ამისთვის გეგმავენ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.

banner
წინა სტატიაშიბიზნესგაერთიანებები გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაკონტრრეფორმები ანუ რატომ არ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ მთავრობას, რის წარმოდგენასაც აპირებს “ქართული ოცნება” პარლამენტში-გიორგი ვაშაძის განცხადება