დებალცევოს დაბომბვით აღტაცებული  ჟურნალისტები – ვიდეო

330x220_966545უკრაინის კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იცავს, თუმცა ამის მიუხედავად   წუხელ რამდენიმე ათეულჯერ იქნა ეს შეტანხმება დარღვეული, რასაც უკრაინელთა მხრიდან სულ ცოტა 5 ადამინის სიცოცხლე შეეწირა. რაც შეეხება დებალცევოს, მისი დაბომბვა კი საერთოდ არ წყდება და ამაზე პასუხისმგებლობას დონეცკელი სეპარატისტები აშკარად იღებენ. ისინი აცხადებენ, რომ დებალცევო დონეცკის შიდა ტერიტორიაა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მასზე არ ვრცელდება.

სეპარატისტების მხრიდან სწორედ დებალცევოს დაბომბვის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა დღეს უკრაინულმა მედიამ. ეს გახლავთ ,,ტასის,,  ფოტო-კორესპოდენტის რომან საპონკოვის მიერ 15 თებერვალს გადაღებული ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ქვემეხების გასროლა ხდება დებალცევოს მიმართულებით და ამას რუსი ჟურნალისტები აღტაცების შეძახილებით იღებენ.  ვიდეო სოციალურ ქსელში ამ დილით თავად საპონკოვმა ატვირთა. ეს ვიდეო, რომ სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგაა გადაღებული და არა მანამდე,  ეს იმ კომენტარებიდან ჩანს, სადაც რუსი ჟურნალისტები ცდილობენ, რომ დამალონ თუ სად იმყოფებიან… თითქოს ხაბაროვსკის პოლიგონზე სწავლებას იღებენ და ფუჭი ჭურვების გამოიყენება ხდება… მაგრამ ერთი ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული რუსული სიტყვა ,,პერიმერიე,, ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი სწორედ უკრაინაში და სამშვიდობო შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ხდება.  /იხილეთ ვიდეო/

https://www.youtube.com/watch?v=px37KVKf5dc

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატია“უკრაინის სუვერენული უფლებაა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა,”- ვასილ ციბენკო