დებალცევოს ალყა – ომი ან სირცხვილი

10959628_85774666762117უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ფრონტზე გასულ დღის განმავლობაში დებალცევოსა და მარიუპოლთან ახლოს დასახლებულ პუნქტ შიროკინოს გარდა, ძირითადად სიმშვიდე იყო. რაც შეეხება დებალცევოს, აქ არსებულ სიტუაცია, ძალიან დაძაბულია და უკრაინელებისთვის არასახარბიელო. დებალცევოში არსებული უკრაინული არმიის ნაწილები პრაქტიკულად მთლიანად ალყაში არიან და სეპარატისტების მხრიდან განუწყვეტელ იერიშებს განიცდიან. ცეცხლის შეწყვეტის ბრძანების შესრულების შემდეგ, როცა დებალცევოს ალყაში მყოფმა უკრაინულმა ძალებმა სროლა შეწყვიტეს… ეს დრო სეპარატისტებმა უფრო უკეთესი პოზიციებისა და სიმაღლეების დასაკავებლად გამოიყენეს და ახლა ისინი ალყას თანდათან ავიწროვებენ. გუშინ სეპარატისტთა ლიდერების მიერ გაკეთებული წინადადება, რომ დებალცევოში უკრაინულ არმიას ,,მწვანე კორიდორს,, გაუკეთებდნენ და მათ დაეტოვებინათ დებალცევო… უკრაინის სარდლობამ არ მიიღო, რადგან თვლიან, რომ სეპარატისტებისთვის დებალცევოს უომრად დათმობა, სამარცხვინო იქნებოდა უკრაინელეთათვის. არადა ალყაში მყოფთათვის იარაღისა და სურსათის მისაწოდებლად გამართული არტერია არ არსებობს, რაც სეპარატისთა მხრიდან განუწყვეტელი იერიშების ფონზე, დებალცევოში ჩარჩენილი უკრაინელი მებრძოლების სრულ განადგურებას ნიშნავს. უკრაინელი ექსპერტების აზრით ერთადერთი, რაც დებალცევოში მყოფთათვის სირცხვილის გარეშე გადასარჩენად შეიძლება უკრაინის სარდლობამ გააკეთოს, ეს ისევ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებით თავად გაჭრას კორიდორი დებალცევოს მიმართულებით, რათა იქ მყოფი მეომრების როტაცია და ტერიტორიის შენარჩუნება მოხდეს… ამან კი შეიძლება მშვიდობიანი შეთანხმება მთლიანობაში დაარღვიოს და რეგიონში კვლავ ფართომასშტაბიანი კონფლიქტი განახლდეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის ტოლფასი საქართველოს დამოუკიდებლობისა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: არ მგონია, რომ მათ უკრაინას რაიმე სასიკეთო მოუტანონ