დებალცევოდან უკრაინელებს ასობით დაჭრილი და დაღუპული გამოჰყავთ

238484უკრაინული წყაროების ცნობით, დებალცევოდან არტიომოვსკში დილიდან არ წყდება გარდაცვლილებისა და დაჭრილების გადმოყვანა. არტიომოვსკის მორგში ამ მომენტისათვის რამდენიმე ათეული გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის გვამია მიტანილი და ჯერ კიდევ მოაქვთ.. ხოლო ასეულობით დაჭრილ მეომრებს  არტიომოვსკიდან ვერტმფრენებით ხარკოვში აგზავნიან. როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, უკრაინულ არმიას დებალცევოდან გამოსვლა ბრძოლებით მოუხდა… გზადაგზა ჩასაფრებული სეპარატისტები მათ ცეცხლს უხსნიდნენ, რამაც დანაკარგი საგრძნობლად გაზარდა. ერთერთი ინფორმაციით, დებალცევოდან გამოსულ სამხედრო კოლონას გზად სეპარატისტებმა ტანკებიდან გაუხსნეს ცეცხლი.

უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი პოროშენკო ამ მომენტში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში იმყოფება და თავად აკონტროლებს სიტუაციას.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებამ შესაძლოა, საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს
შემდეგი სტატიალარი გაუფასურებას განაგრძობს