დაჭრილი პატიმრები კლინიკა “ლანცეტში” წუხელ გადაიყვანეს- სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ დრომდე დუმს

დიღომში მდებარე კლინიკა “ლანცეტში” სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან წუხელ ორი პატიმარი გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით,  ერთი პატიმარი საავადმყოფოში – სასჯელაღსრულების გლდანის N8, მეორე კი სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, ორივე მათგანს ჭრილობები აქვს მიყენებული.

კლინიკაში ამ დროისათვის სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პატიმრების მდგომარეობის შესახებ კლინიკაში ოფიციალურად არ ავრცელებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ აქ რამდენიმე პატიმარია, მათ შორის გუშინ, სამი მათგანი შეიყვანეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე: პარლამენტი გადაიქცა ივანიშვილის უკანონო მმართველობის გამმართლებელ ორგანოდ
შემდეგი სტატიადღეიდან ზოოპარკში გადაადგილება შეიზღუდა