“დაცვის მხარე როგორც ამბობს დასკვნა ერთი წინადადება არისო, ეს არ არის სიმართლე”

გიგი უგულავას საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდების მხარემ დრო საკონსტიტუციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილისა და დაცვის მხარის შუამდგომლობის გასაცნობად მოითხოვა.

როგორც ჟურნალისტებს წიკლაურმა განუცახდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის სქელტანიანი და ის მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც პროკურორები სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ.

“გავეცნობით დაცვის მხარის შუამდგომლობას, რაც ფიზიკურად არ გვქონდა, ის ახლა მოგვცა დაცვის მხარემ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის სქელტანიანი, ის მაშინ გამოქვეყნდა, როცა ჩვენ პროცესზე ვიყავით. საკმაოდ ვრცელი მასალებია. დაცვის მხარე როგორც ამბობს ერთი წინადადება არისო, ეს არ არის სიმართლე”, – განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვა 22:00 საათამდე გადადო.

banner
წინა სტატიაში,,ეს იქნება პროტესტის ახალი ტალღის მიზეზი”– ასეულობით ზუგდიდელი ეპარქიასთან შეიკრიბა
შემდეგი სტატია,,პროცესის დაწყებიდან უკვე ჩანდა ის ფაქტი, რომ პროკურორებს გამიზნული ჰქონდათ ყველაფერი ეღონათ, რომ პროცესი გაეჭიანურებინათ”