“დაცვის მხარე რამდენიმე თვე ცრუობდა”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ- საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კაბელების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაცვის მხარის წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში ცრუობდნენ.

“საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემამ ცხადყო, რომ თვეების განმავლობაში დაცვის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და დანაშაულის არარსებობის თაობაზე იყო უსაფუძვლო. მსგავსი შინაარსის განცხადებები ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საგამოძიებო ორგანოს საქმიანობის დისკრედიტაციას. ბრალდების მხარემ დაასაბუთა, რომ თავდაცვის სამინისტრომ “სილქნეტისგან” შეისყიდა ქონება რეალურ ღირებულებაზე სამჯერ მეტ ფასად, მაშინ როდესაც სამინისტროს ბევრად ხელსაყრელი შეთავაზებები ჰქონდა მიღებული. მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტია, რომ ბრალდებულების ქმედებით გაიფლანგა თანხა,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: გააკეთონ მათ ივანიშვილის მეათედი ქვეყნისთვის და მერე მათ აზრსაც გავითვალისწინებთ
შემდეგი სტატიანიკოლოზ ვაშაკიძე–”უნამუსო, ოლოგარქიული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების ყველა ნიშანი სახეზეა”