“დაცემიდან ჯვართამაღლებისკენ”- ენგურის ხიდზე 27 სექტემბერს აქცია იგეგმება

აფხაზეთის მთარობის წარმომადგენლობა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში ინიციატივით 27 სექტემბერს ენგურის ხიდზე  სამგლოვიარო აქცია “დაცემიდან ჯვართამაღლებისკენ” გაიმართება. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მთავარი მრჩეველის შორენა ფრუიძის განმარტებით 27 სექტემბერი, თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ ამავე დროს მრავლისმეტყველი, სიცოცხლითა და გვემით გაჯერებული თარიღია.

“წლებმა ვერ შეძლო წაეშალა მეხსიერებიდან განვლილი ცხოვრება და მით უმეტეს მიწის ყივილის სიმძაფრე. პირიქით, რაც უფრო შორს ვართ, მით მეტია მონატრება, მით ძლიერია ტკივილი დაზიანებული ფესვების. გაუსაძლისია ჩვენი ყოველდღიურობა. აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 22 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით დილის 10 საათზე მაცხოვრის კარის ეკლესიაში მამა გიორგი ჯგუშია , ომში დაღუპულ ჯარისკაცებს გადაუხდის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს. ტაძრიდან დაიწყება მსვლელობა აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს პირობით საზღვარზე ენგურის ხიდზე , სადაც მონაწილეობას მიიღებენ ლეგიტიმური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდობის წარმომადგენლები. ღონისძიების პროგრამის დასკვნითი ნაწილს გამართავს ზუგდიდის მერია”,- განაცხადა შორენა ფრუიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ლევან ხაბეიშვილს რა უფლება აქვს პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე მერიის ოფისში ბრიფინგი ჩაატაროს
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი: არ ვაპირებ არაფრის ფასად ვიმუშავო იმ მერიაში , სადაც თბილსელებზე ზრუნვის გარდა აკეთებენ ყველაფერს