დაჩი ცაგურია – ბესო ხარძიანი ამბობდა, რომ იგი შეიძლება მოეკლათ

http://www.timer.ge/?p=16243

ბესო ხარძიანი ამბობდა, რომ იგი შეიძლება მოეკლათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაჩი ცაგურიამ განუცხადა.
“ამბობდა, ელოდებოდა, რომ შეიძლება ის მოეკლათ. პირადად ჩემთვისაც უთქვამს და ძალიან ბევრი სხვა ადამიანისთვისაც”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
მისივე თქმით, ბესო ხარძიანი სასიკვდილოდ არაერთხელ სცემეს ციხეში ყოფნის დროს. დაჩი ცაგურიას თქმით, გიორგი უდესიანმა ბესიკ ხარძიანს ციხიდან გადააფორმებინა კუს ტბა.
“ახლა ის იბრძოდა სასამართლოს გზით და იბრუნებდა ამ ყველაფერს. როგორც ვიცი, პროცესი სააპელაციო სასამართლოშიც სრულდებოდა. ყოველ შემთხვევაში, მას რამდენიმე სასამართლო ინსტანცია უკვე მოგებული ჰქონდა”, – აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.
საავადმყოფოსთან მყოფმა ირაკლი კორძაიამ  განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, ბესო ხარძიანმა უთხრა, რომ შეიძლებოდა იგი მოეკლათ.

banner
წინა სტატიაშიმეზობლების ინფორმაციით, ბესო ხარძიანის შვილმა სახლთან მოთვალთვალე პირი შენიშნა
შემდეგი სტატიაბესო ხარძიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა