დაღუპული ქართველი კურსანტების დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კურსანტების, სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძის და ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძის ნიუ-ჯერსის შტატიდან სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.

რიგითი სოსო მაკარიძე აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

banner
წინა სტატიაშირატომ ითხოვს დიმიტრი ხუნდაძე არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას?
შემდეგი სტატიაგახდება თუ არა ხმაური დასჯადი?