ბავშვის მშობლები, რომელიც ბოსტონის ტრაგედიის დროს ტერაქტის შედეგად დაიღუპა,
ფედერალურ პროკურატურას მოუწოდებენ, რომ ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოუტანონ.
ბილი და დენიზ რიჩარდების რვა წლის შვილი მარტინი ერთ-ერთი იმ სამთაგანი იყო, რომლებიც 2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონისას მომხდარი ტერაქტის დროს დაიღუპა.
ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება სასამართლო პროსესს გააგრძელებს, რაც მათ იძულებულს გახდის მუდმივად განცდებში იყვნენ და გაიხსენონ მათი ცხოვრების ყველაზე საშინელი დღე.
ზეგ, სამშაბათს სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.
დაღუპული ბიჭის მშობლებმა საკუთარი მიმართვა ორი დღის წინ გაზეთ Boston Globe-ზე გამოაქვეყნეს. „ჩვენი სურვილია იუსტიციის სამინისტრომ სიკვდილით დასჯაზე უარი თქვას და აპელაციის უფლების გარეშე სამუდამო პატიმრობით შეცვალოს“ – ნათქვამია განცხადებაში.
აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მშობლებიც დაიჭრნენ, მათმა 7 წლის გოგონამ კი ცალი ფეხი დაკარგა.
„ბრალდებულმა ჩვენი 8 წლის შვილი მოკლა და 7 წლის გოგოს ფეხი წაართვა და ამით სამუდამოდ დაგვაკარგვინა სიმშვიდე. ჩვენ ვიცით, რომ მთავრობას თავისი მტკიცებულებები აქვს სიკვდილით დასჯის გამოსატანად, მაგრამ ეს პროცესს გაწელავს და ჩვენ მუდმივ განცდებში უნდა ვიყოთ ამ საშინელი დღის გახსენებით“ – წერენ ბილი და დენიზ რიჩარდები.
„ მე ღრმად ვაფასებ მათი და ტრაგედიის სხვა მსხვერპლების აზრს“ – განაცხადა ბოსტონის პროკურორმა კარმენ ოპტიზმა, თუმცა სხვა დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.