„დასანანია, საქართველო ევროსაბჭოს საპარლმენტო ასამბლეის პრეზიდენტს ცუდ ფორმაში ხვდება,” – პეტრე ცისკარიშვილი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა. საპარლმენტო უმცირესობის წევრს პეტრე ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ეკონომიკურად ცუდ ფორმაში ხვდება.

„დასანანია, რომ საქართველო ევროსაბჭოს საპარლმენტო ასამბლეის პრეზიდენტს ხვდება ესეთ ცუდ ფორმაში ეკონომიკურად, გაუფასურებული ლარით, გაღარიბებული ხალხით. საქართველოს სამწუხაროდ ძალიან ცუდ ფორმაშია,” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა. მმართველი გუნდის წევრის გია ჟორჟოლიანის თქმით, ეს ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. „სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს გარკვეულად გადაფასება და ახალი სამეზობლო პოლიტიკის დღის წესრიგის განსაზღვრა. ყველა ფორმის თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. ან ბრასორი ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. განიხილება საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის საკითხები.

banner
წინა სტატიაშიფოთის ნავსადგურის თანამშრომლები გაიფიცნენ
შემდეგი სტატიანაციონალურმა მოძრაობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია გამართა