დასავლეთისთვის ძალების დემონსტრირება შესაძლებელია რუსეთს შიდა სტაბილურობის დაკარგვის ფასი დაუჯდეს

დასავლეთისთვის ძალების დემონსტრირება შესაძლებელია რუსეთს შიდა სტაბილურობის დაკარგვის ფასი დაუჯდეს

დასავლეთისთვის ძალების დემონსტრირება შესაძლებელია რუსეთს შიდა სტაბილურობის დაკარგვის ფასი დაუჯდეს პროდუქტების განადგურება რუსეთის სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს – აცხადებს აშშ-ს დაზვერვის სამსახური.

დემონსტრირებული “სანქცირებული პროდუქტების” განადგურებამ რუსეთში, შესაძლებელია საპროტესტო განწყობა გაზარდოს. ამის შესახებ საუბარია ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანიის მოხსენებაში Stratfor.
“დასავლეთისთვის ძალების დემონსტრირება შესაძლებელია შიდა სტაბილურობის დაკარგვის ფასი დაუჯდეს რუსეთს” – ნათქვამია მოხსენებაში და რუსეთში მოვლენების განვითარების საკუთარ პროგნოზს წერს. მათი აზრით პროდუქტების დემონსტრაციული განადგურება მთელს რუსეთში საპროტესტო ტალღას გამოიწვევს. სოციალური დაძაბულობის მოსახსნელად კი, კრემლი პროდუქტების გარკვეული სახეების ულიტიზირებას მოახდენს.

ასევე საუბარია იმაზე, რომ რუსეთს ანტისანქციების ეფექტური განხორციელება არ შეუძლია, რადგანაც ევროპული პროდუქტი მაინც ხვდება რუსულ ბაზარზე – ზოგჯერ სხვა მარკით.

“ჯანსაღი პროდუქტების ევროპული ასოციაციის თქმით, 2015 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ექსპორტი ბელარუსში 141 %-ით გაიზარდა, ყაზახეთში 108 %-ით. ორივე ქვეყანამ პროდუქციის რეექსპორტირება მოახდინა” – ნათქვამია სტატიაში.
ავტორები წერენ, რომ რამდენიმე დღის წინ ამოღებული იქნა 73 ტონა ევროპული ატამი, რომელიც თურქული ფაქტურებით იყო შეტანილი, სანკტ-პეტერბურგში ამოღებული იქნა 20 ტონა გერმანული ყველი, რომელიც თითქოსდა რუსეთში იყო დამზადებული.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია იძაბება
შემდეგი სტატია“ოდესის მხარე– რუსეთი”